ნანა ძაგნიძე სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 22:32 · 70 ნახვა
ნანა ძაგნიძე სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ნანა ძაგნიძე სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. ამის შესახებ მოჭადრაკე Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად იტყობინება. ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ოთხდღიანი ასპარეზობის საპრიზო ფონდი ორ მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მსგავსი ტურნირებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

დღეს ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე ბოლო, 21-ე ტურში სომეხ ელინა დანიელიანს დაუზავდა, 16,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ტან ჟონგი, ასევე ორი ყოფილი ჩემპიონი – ჟუ ვენჟეუნი და ანა უშენინა, ტურნირის მეორეადგილოსანი, რუსი ვალენტინა გუნინა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიგო.

ძაგნიძემ წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.​

ტეგები