კრიშტიანუ რონალდუ რეჟისორობას აპირებს
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2017 23:15
კრიშტიანუ რონალდუ რეჟისორობას აპირებს

მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფილმების გადაღებას აპირებს.

„მინდა ფილმების გადაღებებით ვიყო დაკავებული. გარდა ამისა, მაქვს სასტუმროები, სპორტული დარბაზები, ტანსაცმლის საკუთარი ხაზი. ჩემს თავს ბიზნესმენის ამპლუაში ვხედავ. დღეს კონცენტრირებული ვარ იმაზე, რასაც ვაკეთებ. თუმცა ცხადად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან დადგება წასვლის მომენტი. ჩემი ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ, შესანიშნავი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ვლაპარაკობ არა ფულზე, არამედ იმაზე, რომ სხვა საქმიანობისგან სიამოვნებას მივიღებ”, – განაცხადა Sky Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში რონალდუმ.

 

ტეგები