როგორი ჩაცმულობით შევხვდეთ ძაღლის წელს
ამობეჭდვა · 31 / 12 / 2017 20:17
როგორი ჩაცმულობით შევხვდეთ ძაღლის წელს

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით 2018 წელი ძაღლის წელია, რომელსაც განსაკუთრებული დახვედრა სჭირდება. შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული საახალწლო სამოსი და აქსესუარები. რჩევებს 7Days.us-ი გვთავაზობს.

ძაღლის წლისთვის მთავარი ფერებია ყვითლის გრადაციები, მკვეთრი ყვითელი და ყავისფერი. რაც შეეხება ქსოვილის ფაქტურას, უმჯობესია თუ კაბა ატლასის იქნება. თეთრი, შავი, ნაცრისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ვარდისფერი ძაღლის წლისთვის ნეიტრალური ფერებია.

აქსესუარების შერჩევის დროსაც მნიშვნელობა მიანიჭეთ ყვითელ ფერს, ფორთოხლისფერს, ოქროსფერს, ყავისფერს. აქსესუარი შეიძლება დამზადებული იყოს ხელოვნური ან ნატურალური ტყავისგან, ძაღლს ასევე მოსწონს ჯაჭვები.

ტეგები