წლის საუკეთესო ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახდა
ამობეჭდვა · 31 / 12 / 2017 20:30 · 57 ნახვა
წლის საუკეთესო ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი გახდა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესო ძიუდოისტები გამოავლინა. წლის საუკეთესო ძიუდოისტი მოწვეულმა სტუმრებმა ხმის მიცემით გამოავლინეს. ხმათა უმრავლესობით ეს წოდება გურამ თუშიშვილმა მიიღო.

ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ: გურამ პაპიტაშვილი, ანზორ მარტყოფლიშვილი, გივი ზაუტაშვილი და ზურაბ კახაბრიშვილი.

საუკეთესოს სხვადასხვა კატეგორიებში კი შემდეგი გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო ჭაბუკი ძიუდოისტი - ლაშა ბექაური,
საუკეთესო ქალი ძიუდოისტი - სოფიო სომხიშვილი,
საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი - ჯაბა პაპინაშვილი,
საუკეთესო გუნდი - საქართველოს ჭაბუკ ვაჟთა და გოგონათა შერეული გუნდი,
საუკეთესო პირადი მწვრთნელი - ბათო ჯიქური,
საუკეთესო კლუბი - „შევარდენი 2005“,
საუკეთესო ეროვნული კატეგორიის მსაჯი - კობა ედიშერაშვილი.

გურამ თუშიშვილმა 17 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტეგები