​ნათია თოდუა გერმანიის სახელით ევროვიზიის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა
ამობეჭდვა · 31 / 12 / 2017 22:20
​ნათია თოდუა გერმანიის სახელით ევროვიზიის ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა

გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე გერმანიამ ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა. ამის შესახებ განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, ევროვიზიის გერმანულმა ფეისბუქის გვერდმა გამოაქვეყნა.

ნათიასთან ერთად, ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე მოსახვედრად 5 მომღერალი იბრძოლებს.

​კონკურსის გამარჯვებული 22 თებერვალს, ბერლინში, ლაივ-კონცერტზე გამოვლინდება.

ტეგები