ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 1000-ზე მეტი მანქანა დაწვეს
ამობეჭდვა · 02 / 01 / 2018 13:06
ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 1000-ზე მეტი მანქანა დაწვეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი წლის ღამეს ქვეყანაში 1031 ავტომობილი დაწვეს.

სამინისტროს დასკვნის მიხედვით, წელს იმაზე მეტი ავტომობილი გაანადგურეს, ვიდრე გასულ წელს. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ 510 ადამიანი დააკავა. 2016 წელთან შედარებით რიცხვი აქაც გაზრდილია.

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს მოქალაქეების უსაფრთხოებას 140 000 პოლიციელი, ჯარისკაცი და სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი იცავდა. 8 პოლიციელმა და სამმა ჯარისკაცმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, ხოლო 2 პოლიციელს თავს დაესხნენ.

ტეგები