ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 21 ბავშვი დაზიანდა
ამობეჭდვა · 02 / 01 / 2018 13:14
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 21 ბავშვი დაზიანდა

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დაზიანებების გამო 44 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, აქედან 21 ბავშვია. ჰოსპიტალიზებულებს ტრავმები და დამწვრობები ძირითადად ხელებისა და სახის არეში აქვთ მიღებული. ეს მონაცემები თბილისის საავადმყოფოებში დაფიქსირდა.

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოდან მიღებული ინფორაციის მიხედვით მათთან ამ დრომდე პიროტექნიკით დაშავებული 6 ადამიანი მკურნალობს.

ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სულ 12 ადამიანი შეიყვანეს, 6 მათგანი უკვე გაეწერა, ხოლო 6 პაციენტს ხელის მტევანზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც, საავადმყოფოში მიყვანამდე თითები უკვე ამპუტირებული ჰქონდათ. 

ტეგები