საბა კვირკველიას ფასი 6 მილიონამდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2018 10:20 · 103 ნახვა
საბა კვირკველიას ფასი 6 მილიონამდე გაიზარდა

საბა კვირკველია კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელია.

გერმანულმა ვებ გვერდმა – Transfermarkt-მა განაახლა ფეხბურთელების და გუნდების სატრანსფერო ფასები. 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ მოთამაშედ კვლავ ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი, საბა კვირკველია დასახელდა. კვირკველიას ტრანსფერი გასულ წელს ქართველებში ისედაც ყველაზე ძვირად ღირებული იყო და 4,5 მილიონ ევროს შეადგენდა. ახლა კი გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო ”ტრანსფერმარკტმა” მისი შეფასება 1,3 მილიონით გაზარდა და გრაფაში 5,8 მილიონი დაუწერა. 

ეს მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში საქართველოს ნაკრების წევრებში სარეკორდო მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ”ლოკომოტივის” 25 წლის ცენტრალურმა მცველმა 2017 წელი მშვენივრად ჩაატარა, 20 ტურში 7-ჯერ მოხვდა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ბოლოს, საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

27 დეკემბერს, ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, საბა კვირკველია 2017 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად აღიარეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კვირკველიას გადაბირება ინგლისურ ”ბრისტოლსა” და ”ლესტერს” სურთ.

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების სიაში მეორე ადგილზე გურამ კაშიაა (არნემის ”ვიტესი”), მესამეზე კი ვალერი ყაზაიშვილი (”სან-ხოსე”).

”ტრანსფერმარკტი” კაშიასა და ყაზაიშვილის ტრანსფერს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.

ტეგები