საჩხერეში, მოზარდმა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ხელის მტევანი დაკარგა
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2018 12:19
საჩხერეში, მოზარდმა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ხელის მტევანი დაკარგა

საჩხერეში, მოზარდმა პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, ხელის მტევანი დაკარგა. ინფორმაციას metronome.ge ავრცელებს.

დაშავებული თავდაპირველად საჩხერის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.

საახალწლო დღეებში ქუთაისის რეგიონალურ რეფერალურ კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 12 ადამიანი მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ექვს მათგანს ზედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საავადმყოფოში მიყვანამდე თითები ამპუტირებული ჰქონდათ.

ტეგები