ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2018 18:03
ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 111 შემთხვევა დაფიქსირდა

31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რეგიონების მასშტაბით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 58 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ადგილზე  დახმარება 10 პაციენტს გაუწიეს, 48 დაშავებული კი, ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

დროის ამავე მონაკვეთში, დედაქალაქის მასშტაბით, პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 53 გამოძახება დაფიქსირდა. 45 შემთხვევაში, შემდგომი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად პაციენტების ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

პაციენტების ნაწილს აღენიშნებოდა დაზიანებები ხელის თითებზე, სახეზე დამწვრობები, იაშვილის კლინიკაში ერთ პაციენტზე ხელის მტევნის ამპუტაციაც გახდა საჭირო.

ტეგები