“მაგთიკომის” ტარიფი “ზერო პლიუსი” გაძვირდა
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2018 19:51 · 1805 ნახვა
“მაგთიკომის” ტარიფი “ზერო პლიუსი” გაძვირდა

კომპანია “მაგთიკომმა” სატარიფო პაკეტი “ზერო პლიუსი” გააძვირა. 18 იანვრიდან მაგთის, ბანის და ბალის აბონენტებთან საუბარი წუთი 3 თეთრი ეღირება, ხოლო სხვა ქსელებთან წუთი 10 თეთრი. ზარის წამოწყების ღირებულება კი 12 თეთრი იქნება.

ამ დრომდე “ზერო პლიუსის” პირობების თანახმად, ზარის წამოწყების ღირებულება 10 თეთრია, ხოლო ყოველი 10 წუთის საფასური ასევე 10 თეთრი.

“ზერო პლიუსის” პირვანდელი პაკეტი კი ასეთი იყო: ზარის წამოწყება 10 თეთრი, ხოლო მაგთის, ბანისა და ბალის აბონენტებთან მომდევნო ნახევარი საათი იყო უფასო. სხვა ქსელის აბონენტებთან დარეკვის ტარიფის ღირებულება 1 წუთი 10 თეთრი იყო.

ტეგები