თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტმა რომელიმე პატიმრის შეწყალების საქმეში ფული აიღო, მაშინაც არ მოეთხოვება პასუხი? – მეტრეველი
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2018 20:33 · 542 ნახვა
თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტმა რომელიმე პატიმრის შეწყალების საქმეში ფული აიღო, მაშინაც არ მოეთხოვება პასუხი? – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“აქ უკვე რამდენიმე პოსტი შემხვდა იმის შესახებ, რომ რადგან შეწყალება პრეზიდენტის აბსოლუტური უფლებაა და არანაირად შეზრუდული არ არის, თეორიულადაც კი შეუძლებელია მისი ამ უფლების გამოყენების გამო გასამრთლებაო. სუალც არა ვარ იურისტი, მაგრამ, ვინც საკითხს ასე აყენებს, მათთან ერთი რიტორიკული შეკითხვა მაქვს: გასაგებია, რომ პრეზიდენტს დღესვე შეუძლია ყველა პატიმრის შეწყალება და მას არაფერი ზღუდავს, ანუ შეუძლია არც კი გვითხრას ვინ რატომ შეიწყალა, მაგრამ თუ გამოძიებით დადგინდება, რომ მაგალითად, პრეზიდენტმა რომელიმე პატიმრის შეწყალების საქმეში ფული აიღო, მაშინაც არ მოეთხოვება პასუხი? და თუ მოეთხოვება, მაშინ როგორღა ამტკიცებთ, რომ თეორიულადაც კი დაუშვებელია პრეზიდენტის დასჯა ვინემს შეწყალების გამო?” – წერს მეტრეველი.

ტეგები