უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმავალი სატვირთო ხომალდი დააკავეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2018 23:30

უკრაინელმა მესაზღვრეებმა, 2017 წლის 31 დეკემბრს ოდესის ოლქის სოფელ კურორტნოესთან სატვირთო ხომალდი დააკავეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან ბულგარეთში მიცურავდა. ინფორმაციას სააგენტო "პირველი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

მესაზღვრეების მტკიცებით, ხომალდს კონტრაბანდული თამბაქო გადაჰქონდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ტვირთის გადაზიდვაზე ნებართვა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო გაცემული, რომელსაც უკრაინა არ აღიარებს, შესაბამისად, ტვირთი კონტრაბანდად მიიჩნიეს.

დაკავებული ხომალდი ოდესის პორტშია გაჩერებულია.

 

ტეგები