4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2018 00:17
4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მოგინდებათ სხვებს აჯობოთ, შეებრძოლოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კი შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. 

კურო

სამყაროს გალამაზების სურვილი გაგიჩნდებათ. გსურთ, გემრიელი კერძები საინტრესო ადამიანებთან ერთად დააგემოვნოთ და სასიამოვნო მუსიკას მოუსმინოთ. 

ტყუპი

სიყვარული, შემოქმედება, ურთიერთობა - აი, თქვენი დღევანდელი მთავარი სურვილი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეგობრებს ესტუმრეთ, კონცერტს დაესწარით. შვილებს თანასწორებივით ესაუბრეთ. 

კირჩხიბი

ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. ერთად წადით კინოში, თეატრში. 

ლომი

კარგი დღეა სეირნობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრაც კი ელის. ეცადეთ, იყოთ დიპლომატიური და გამონახოთ საერთო ენა გარშემო მყოფებთან. 

ქალწული

დროა, გააქტიურდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, რათა სასურველს მიაღწიოთ. სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია და კავშირები. კარგი დღეა ინსტრუმენტების შესაძენად. თუმცა, არა ელექტროხელსაწყოების. 

სასწორი

შეიძლება თქვენი არასწორი სიტყვის ან ქცევის გამო უსიამოვნებებს გადაეყაროთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად, ჰობისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. 

მორიელი

თქვენ მხოლოდ საკუთარ ხმას უსმენთ და სხვის აზრს აიგნორებთ. იყავით მეტად კეთილი და ყურადღებიანი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ და - დიპლომატიურობა კოლეგებთან. 

მშვილდოსანი

გაუფრთხილდით მეგობრებს, საყვარელ ადამიანს. ისეთი არაფერი თქვათ ან მოიმოქმედოთ, რაც მათ გულს ატკენთ. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. 

თხის რქა 

საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის გამო მთელ სამყაროზე ნუ განაწყენდებით. გამონახეთ საკუთარ თავში ძალა და განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. 

მერწყული

დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. წარმატებული დღე ელით სპორტულ და შემოქმედებით ნიშნებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჭირვეულობა არ გამოავლინოთ. 

თევზები

ნუ დააბანდებთ ფულს ექსპერიმენტებში, თუ ხვდებით, რომ ფულსა და წარმატებას არ მოგიტანთ. იოცნებეთ, მაგრამ ფანატიზმში ნუ გადავარდებით. მოერიდეთ ელექტროხელსაწყოებისა და მექანიზმების შეძენას.

ტეგები