ბელგიის პორტში 7 ტონამდე კოკაინი ამოიღეს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2018 00:45
ბელგიის პორტში 7 ტონამდე კოკაინი ამოიღეს

ბელგიაში, ანტვერპენის პორტში საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა 7 ტონამდე კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკი ბანანების ყუთებში იყო გადამალული. ინფორმაციას Brussels Times-ი ავრცელებს.

მებაჟეებმა კოკაინი უქმე დღეებში აღმოაჩინეს. ნარკოტიკის მიწოდების საბოლოო პუნქტი, სავარაუდოდ, ნიდერლანდები უნდა ყოფილიყო. 

სამართალდამცველები ტვირთის ზუსტი გადაადგილების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

ტეგები