„ამის მსგავსი არაფერი მინახავს, ღადაობა მეგონა ბოლო წამამდე“ - ხონელიძის კლინიკის საახალწლო კლიპი
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2018 12:28 · 1127 ნახვა

ხონელიძის კლინიკამ საახალწლოდ კლიპი გადაიღო, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

„ამის მსგავსი არაფერი მინახავს.განუმეორებელია ყველაფერი:ინტერიერი,ექსტერიერი პროფესიონალების გუნდი,ბრყინვალე მენეჯ.ენტი.გულოცავ ქალაქს ამ ბრყინვალე საჩუქარს-რომელსაც ხონელიძის კლინიკა ქვია“;

„ეს არის ყველაზე სამარცხვინო შემთხვევა იმ სამარცხვინო შემთხვევებს შორის რაც ამ კლინიკაზე გამიგია! სამშობიაროდ კი არა, ჩასახვის სურვილი დაუკარგეთ ქალს! “;

„თავი ბუდარიაში მგონია რეკლამიან კომენტარებითურთ:)) რახდება ხო არ ღადაობთ:))))“;

„ღადაობა მეგონა ბოლო წამამდე. ძაან ვიცინე, აი ძაან ... "შობადობა, პარამ პარამ, შობადობაა ..." მაგარი კაცია
პ.ს. სცენარის ავტორის სახელი და გვარი დაიდოს“ - წერენ კომენტარებში.

ტეგები