„40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას“ - ირაკლი კობახიძემ პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2018 15:29
„40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას“ - ირაკლი კობახიძემ პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

„40 წლის წინ ნამდვილად განსაკუთრებული მადლი ხვდა წილად ჩვენს ქვეყანას, როდესაც თქვენ გახდით ქართული ეკლესიის და ჩვენი სულიერების საჭეთმპყრობელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის. 40 წლის განმავლობაში თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობითა და ცხოვრებით, გვაძლევდით მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და როგორ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთსა და ჩვენს სამშობლოს. კიდევ ერთხელ, მინდა, მოგილოცოთ დაბადების დღე, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და ვულოცავ სრულიად საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

ტეგები