კახა კალაძე საქართველოს პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2018 16:36 · 23 ნახვა
კახა კალაძე საქართველოს პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წლის იუბილეს და აღსაყდრებიდა 40 წელს ულოცავს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. შეუფასებელია მისი 40-წლიანი ღვაწლი საქართველოში სულიერების გაძლიერებასა და ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებაში. ვუსურვებ დიდხანს, ძველებური შემართებით, სიბრძნით და მოყვასისადმი სიყვარულით ეზრუნოს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის“, - წერია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ტეგები