დები უილიამსები 2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენები არიან
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2018 20:38 · 15 ნახვა
დები უილიამსები 2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენები არიან

ამერიკელი ჩოგბურთელები – სერენა და ვინუს უილიამსები კომერციულად ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენების 2017 წლის რეიტინგის ლიდერები არიან.

რეიტინგი შეადგინა კომპანია Nielsen-მა, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ინტერესებს იკვლევს.

კვლევისას გაითვალისწინეს 12 კრიტერიუმი, მათ შორის ცნობადობა, პოპულარობა, მომხიბვლელობა, გავლენა და სხვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითოეული სპორტსმენისთვის გამოიყვანეს “ტალანტის მაჩვენებელის” (N-Score) საშუალო ქულა.

83 ქულით საბოლოო რეიტინგის სათავეშია სერენა უილიამსი, რომელსაც ოთხი პუნქტით ჩამორჩება უფროსი და – ვინუსი.

რეიტინგის TOP10 ასე გამოიყურება:

1. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი) – 83 ქულა
2. ვინუს უილიამსი (ჩოგბურთი) – 79
3. ილაი მენინგი (ამერიკული ფეხბურთი) – 76
3. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 76
5. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი) – 75
5. სტივენ კარი (კალათბურთი) – 75
5. აარონ როჯერსი (ამერიკული ფეხბურთი) – 75
5. დანიკა პატრიკი (ავტოსპორტი) – 75
9. დეილ ერნჰარდტი (ავტოსპორტი) – 73
9. ჯეიჯეი უოტი (ამერიკული ფეხბურთი) – 73

ტეგები