მიეცით ხმა ლაშა ტალახაძეს - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვა
ამობეჭდვა · 05 / 01 / 2018 12:08
მიეცით ხმა ლაშა ტალახაძეს - ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვა

2017 წლის საუკეთესო ძალოსნის ნომინაციაზე ქართველი ლაშა ტალახაძეა წარდგენილი. გამოკითხვას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს.

ქართველ გულშემატკივარს ოლიმპიური ჩემპიონისთვის ხმის მიცემა ლინკზე http://www.iwf.net/best-lifters-2017/ შეუძლია.

გთავაზობთ წესებს, თუ როგორ ხდება ხმის მიცემა:

1 – გახსენით ლინკი; 2 – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია ერთი ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც; 3 – მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა; 4 – შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია.ხმის მიცემის პროცესი 2018 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

ტეგები