Apple-მა თავისი მოწყობილობების დაუცველობა აღიარა
ამობეჭდვა · 05 / 01 / 2018 18:37
Apple-მა თავისი მოწყობილობების დაუცველობა აღიარა

კომპანია Apple-მა აღიარა, რომ ყველა მოწყობილობა, როგორც სტაციონარული, ასევე მობილური - პოტენციურად მოწყვლადია კიბერთავდასხმისთვის.

Meltdown-ი და Spectre-ი, კომპიუტერის პროცესორებს აზიანებენ, და ჰაკერებს მონაცემთან ბაზაზე წვდომას უადვილებენ. "პრობლემა ეხება ყველა მოწყობილობას, რომელიც Mac OS-ის და iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს", - აცხადებენ კომპანიაში. 

გარდა ამისა Apple-ში აცხადებენ, რომ გატეხვის შესახებ ინფორმაცია არ შესულა, თუმცა მათ უკვე შეიმუშავეს დაცვის პროგრამული განახლება. 

2 დეკემბერს, კომპანია Apple-მა მობილური მოწყობილობებისთვის iOS 11.2 საოპერაციო სისტემა განაახლა. განახლებაში აღმოფხვრილია შეცდომა, რომლის გამოც 2 დეკემბერს 00:15 საათის შემდეგ მომხმარებლების აიფონები უკონტროლოდ იტვირთებოდა; ასევე დაამატა მხარდაჭერა სწრაფი უსადენო დატენვისა და ფულადი გადარიცხვებისთვის Apple Pay Cash, რომელიც აშშ-ში ამოქმედდა.

29 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარვეზი აღმოჩნდა Apple-ის კომპიუტერების ოპერაციულ სისტემაში.

ტეგები