The Playlist-ის საუკეთესო ფილმებს შორის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მოხვდა
ამობეჭდვა · 05 / 01 / 2018 19:42
The Playlist-ის საუკეთესო ფილმებს შორის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მოხვდა

ცნობილმა გამოცემამ The Playlist 2017 წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა, რომელთა შორისაც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართული ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახიც" მოხვდა.

წლის საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა ანდრეი ზვიაგინცევის Loveless, რობინ კამპილოს BPM, ნოა ბაუმბაჰის The Meyerowitz Stories და ა.შ.

16 დეკემბერს, ამერიკულმა გამოცემამ THE WRAP-მა 2017 წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც ასევე აღმოჩნდა "ჩემი ბედნიერი ოჯახი".

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“, დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. ამასთან, ფილმს უკვე აქვს არაერთი ცნობილი ფესტივალის ჯილდო.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა ამერიკის უმნიშვნელოვანეს „სანდენსის“ კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ გაიმართა.

ტეგები