კიკვიძის პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა
ამობეჭდვა · 05 / 01 / 2018 23:23 · 60 ნახვა
კიკვიძის პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო.

„ახალ წელს ვულოცავ ყველას, მთელი თბილისის და განსაკუთრებით, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ უამრავ პატარას, მათ მშობლებსა და ახალგაზრდებს ვხედავ. დღეს შევეცადეთ, მათთვის კიდევ ერთი ზეიმი გვეჩუქებინა. თბილისის მერია მსგავს ღონისძიებებს მიესალმება და ამ ტრადიციას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ღონისძიების ფარგლებში, კიკვიძის ბაღში საახალწლო კარნავალი, სხვადასხვა პერფორმანსი და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. სალომე ბაკურაძემ, ოთო ნემსაძემ და ნინი ბადურაშვილმა მაყურებელს მრავალფეროვანი რეპერტუარი შესთავაზეს.

ტეგები