ავარია თბილისში - დაღუპულია 3 ადამიანი
ამობეჭდვა · 06 / 01 / 2018 11:57 · 1253 ნახვა
ავარია თბილისში - დაღუპულია 3 ადამიანი

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან დღეს დილით მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომი სამი კაცი დაიღუპა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ტეგები