პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა – მერაბ მეტრეველი
ამობეჭდვა · 06 / 01 / 2018 12:10 · 626 ნახვა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი განცხადებით თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა. ნაცები რომ ეტყვიან, თუ ფიქრობ, არასამართლიანი განაჩენია, მაშინ შეიწყალე სააკაშვილიო, საინტერესოა რას პასუხს გასცემს.” – წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა.

ტეგები