ალილოს მონაწილეები ვარდების მოედანზე იკრიბებიან
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2018 13:59
ალილოს მონაწილეები ვარდების მოედანზე იკრიბებიან

საშობაო ალილოს მონაწილეები ამ დროისთვის ვარდების მოდანზე იკრიბებიან. სწორედ ვარდების მოედნიდან დაიწყება მსვლელობა და რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის და ბარათაშვილის ქუჩის გავლით ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები. ალილოში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.

ალილოში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც საჩუქრებს ვარდების მოედანზე გადასცემს.

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მსვლელობას პარლამენტის შენობასთან ტკბილეულით დახვდებიან და შობის დღესასწაულს მიულოცავენ. ასევე ტკბილეულს გადასცემენ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატებიც.

მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულს გადასცემს ასევე პატრიარქი და პრეზიდენტი.

ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

 

ტეგები