„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი 2019 წელს გამოვა
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2018 18:35
„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი 2019 წელს გამოვა

HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მერვე და ბოლო სეზონი 2019 წელს გამოვა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სეზონი ექვსი სერიისგან იქნება შემდგარი, გაიზრდება თითოეული მათგანის ქრონომეტრაჟიც. უფრო დეტალური ინფორმაცია ტელეარხს არ გაუჟღერებია.

შეგახსენებთ, რომ სერიალის წინა სეზონი 2017 წლის ივლისში გამოვიდა.

ტეგები