ზვიად რატიანის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2018 11:47 · 55 ნახვა
ზვიად რატიანის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს

ზვიად რატიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ბრალდება ზვიად რატიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სასამართლომ ზვიად რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ადვოკატი ჯარიმის გაუქმენას ითხოვს, ამის მიზეზად კი მტკიცებულებების არარსებობას ასახელებს.

„მთავარი არგუმენტაცია სააპელაციო საჩივრისა არის ის, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ მტკიცდებოდა ზვიად რატიანის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. გავასაჩივრეთ პოლიციის შეურაცხყოფის ნაწილშიც და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა ზვიად რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.

ტეგები