რომელი ფერი იქნება მთავარი 2018 წელს? - "ეს ფერი არის სიმბოლო ყველაფერი არაჩვეულებრივისა და იმქვეყნიურის..."
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2018 19:05 · 170 ნახვა
რომელი ფერი იქნება მთავარი 2018 წელს? - "ეს ფერი არის სიმბოლო ყველაფერი არაჩვეულებრივისა და იმქვეყნიურის..."

წლის ფერი - ულტრაიისფერია, ამის შესახებ The Two-Way წერს. ამის შესახებ ფერის ინსტიტუტმა Pantone-მა განაცხადა. მოდის ათეულობით ექსპერტის არჩევანი სწორედ ამ ფერზე შეჩერდა.

თუ საქმის კურსში არ ხართ 2017 წლის ფერი მწვანე იყო.

რატო გახდა ულტრაიისფერი 2018 წლის რჩეული ფერი?

ეს ფერი ასოცირდება ორიგინალურობასთან, გამომგონებლობასა და შორსმჭვრეტელ აზროვნებასთან.

იისფერის ერთ-ერთ ელფერს სახელი ამერიკელი ვარსკვლავის პრინსის პატივსაცემად ეწოდა Love Symbol #2.

ის ამ ფერს იყენებდა თავისი ალბომებისა და საკონცერტო კოსტიუმების გასაფორმებლად.

გახსოვთ ჯიმი ჰენდრიქსის სინგლი "Purple Haze"? 2005 წელს ჟურნალმა Q-მ ის გიტარის 100 საუკეთესო კომპოზიციაში პირველ ადგილზე გაიყვანა.

თვით კოსმოსიც კი იმ მინიშნებას აკეთებს, რომ იისფერი წლის ფერი უნდა იყოს.

საუკუნეთა განმავლობაში იისფერი სამეფო ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა.

იისფერი ასევე წარმოადგენს ორპარტიულობის სიმბოლოს, პოლიტიკურ გაურკვევლობას (ანუ „შუაშისტობას“)

ეს ფერი არის სიმბოლო ყველაფერი არაჩვეულებრივისა და იმქვეყნიურის, დაკავშირებულია მაგიასთან, ასტროლოგიასა და ეზოთერიკასთან.

ეს ფერი ხელს უწყობს შიდა კონცენტრაციას, რომელიც აუცილებელია სულიერი განწმენდისთვის.

იისფერი ფერი საშუალებას გვაძლევს დავივიწყოთ ყოველდღიური პრობლემები და ფილოსოფიურ განწყობაზე გადავერთოთ.

ხშირად ხედავთ ამ ფერს თქვენს სიზმრებში? მაშინ თქვენს ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მოხდება.

თუ თქვენ ქალური და მეოცნებე ხართ, თამამად აირჩიეთ ამ ფერის სამოსი ან სამკაული, შესაძლოა თმის ფერიც...

იისფერი სამოსში და მაკიაჟში ამოუცნობ და რომანტიულ იმიჯს გიქმნით.

ამ ფერს შეუძლია დაგეხმაროთ ნევროზის დროს, ის ხსნის შფოთვას.

იისფერის მოყვარულები საზოგადოების უმრავლესობისგან განსხვავდებიან და ხშირად ხალხში თავს „თეთრ ყვავად“ გრძნობენ.

მათ ხშირად მიიჩნევენ შერეკილ, უცნაურ ადამიანებად.

შესაძლოა ასეცაა, თუმცა ასეთი ადამიანების შინაგანი სამყარო გაცილებით ღრმაა და რთულია, ვიდრე მიწიერი რეალისტების.

 


წყარო