მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 08 / 01 / 2018 20:21 · 83 ნახვა
მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. 

"ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. სამაგალითო მოქალაქე, პატრიოტი ქართველი, თვალსაჩინო ისტორიკოსი, ჯავახიშვილის მემკვიდრეობის საუკეთესო დამცველი და გამგრძელებელი ღვაწლმოსილი წავიდა ჩვენგან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, კოლეგებს, უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს. მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მუდამ დარჩება მომავალ თაობების ხსოვნას და ქვეყნის ისტორიას", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მარიკა ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტეგები