“ქალბატონო ირმა, რა დანაბარები გადაეცით მიშას და ვინ არის ის ვანო? – (ვიდეო)
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 10:34 · 1631 ნახვა

ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელსაც თან ერთვის მისივე სტატუსი.

“ეს ვიდეო ვნახე იუთუბში, მხოლოდ პატარა მოკაკვეთი მოვჭერი, რაც ვფიქრობ საინტერესოა. სამწუხაროდ არ ვიცი როდის არის გადაღებული, თუმცა ერთი დეტალია ამ ვიდეოში, ირმა ნადირაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, სააკაშვილს სავარაუდოდ ვანო მერაბიშვილის დანაბარებს გადასცემს, რომ დამალოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ არც ის ვიცი, რაზეა საუბარი, მაგრამ ნახსენებია პოლიცია და მსხვერპლი. მინდა ვკითხო ქალბატონ ირმას, იქნებ დაგვიზუსტოთ, როდინდელი ვიდეოა და ვინ არის ვანო, რომელმაც გადმოგცათ ეს დანაბარები, რაც შემდგომში სააკაშვილს გადაეცით და სავარაუდოდ დაგავიწყდათ, რომ “პეტლიჩკა” გეკეთათ და ხმა ისმოდა” – წერს ლევან გობრონიძე.

ტეგები