ნუ ჩაგვადენინებთ იმას, რაც არ გვინდა… რასაც შურისძიება ჰქვია – ჯამბულ გამცემლიძის მიმართვა
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 10:44
 ნუ ჩაგვადენინებთ იმას, რაც არ გვინდა… რასაც შურისძიება ჰქვია – ჯამბულ გამცემლიძის მიმართვა

“სამართლის ძიებას ნუ დაგვაწყებინებთ ჩვენ, ისედაც გაუბედურებულ მშობლებს, ნუ დაგვხოცავთ ლოდინის რეჟიმში…. ყველანაირი მოთმინების ფიალა აივსო”, – ამ პოსტს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალური ქსელში აქვეყნებს.

”ვფიქრობ, რატომ ვარ მე, ჯამბულ გაცემლიძე ყველაზე დაჩაგრული კაცი ამ ქვეყნად, რა დავაშავე ასეთი, რა ცოდვა მაქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე, რომ ვერავის ხმა ვერ მივაწვდინე, ვერც ტელევიზიით, ვერც რადიოთი და ვერც საგაზეთო პუბლიკაციებით, ასე თუ ისე, მეც ვიცნობ პიროვნებებს, რომლებიც მუშაობენ, ზოგი პრლამენტში, ზოგი სამინისტროში და ასე შემდეგ. არ ღირს ჩამოთვლა. ჩემი სიცოცხლის საუკეთესო წლები შევალიე სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლას შვილის გარდაცვალებამდე და მის მერე, ასე რატომ ვარ უგულებელყოფილი ყველასაგან მითხარით მაინც, რომ ვიცოდე და იქნებ შევცვალო ჩემი სტილი სიცოცხლის გაგრძელებისა, ”ნაციონალს” ყურის ძირში წაუწკაპუნებენ და ატყდება ერთი ვაი ვიში, კანონმა უნდა იკანონოს, დამნაშავის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. რა ხდება ხალხო, მე რატომ არ ვარ ამ ქვეყნის შვილი?! ჯერ-ჯერობით ვარ მოქალაქე ამ ქვეყნის, სადაა ის კანონი, რომელიც ჩემს უფლებებს დაიცავს, იქნებ ჩემი გიოს სიცოცხლე უფრო მეტად ღირდა ამ ქვეყანაზე ვიდრე ზოგიერთების. იქნებ სანდრო, ბუტა, ზურა, გურამ შარაძე, როინ შავაძე, გია კრიალაშვილი და კიდევ ას ორმოცდაათი ბიჭის სიცოცხლე მეტ სარგებელს მისცემდა ამ ქვეყანას ვიდრე ეს გაბოროტებული ნაც კასტა და მისი წევრები… დაფიქრდით ბატონებო, ადამიანი ფიქრისათვის გააჩინაო უფალმა, სამართლის ძიებას ნუ დაგვაწყებინებთ ჩვენ, ისედაც გაუბედურებულ მშობლებს, ნუ დაგვხოცავთ ლოდინის რეჟიმში…. ყველანაირი მოთმინების ფიალა აივსო, ნუ ჩაგვადენინებთ იმას, რაც არ გვინდა… რასაც შურისძიება ჰქვია…”, – წერს გამცემლიძე.

ტეგები