სასამართლომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 10:50
სასამართლომ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის წინააღმდეგ ამავე კომიტეტის წამყვანი სპეციალისტის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

"იმედინიუსის" ინფორმაციით, ელგა ფოლადიშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. 

ელგა ფოლადაშვილი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს ადამიანის უფლებების დარღვევას და პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციას ედავება. ფოლადიშვილმა სასამართლოს სარჩელით მას შემდეგ მიმართა, რაც მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარემ სამსახურის დატოვება მოსთხოვა, ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ის პროფესიით იურისტი არ არის.

ტეგები