სეულმა და ფხენიანმა მოლაპარაკებები დაიწყო
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 11:08
სეულმა და ფხენიანმა მოლაპარაკებები დაიწყო

ჩრდილოეთ კორეამ და სამხრეთ კორეამ მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრის მთავარი საკითხია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა. ინფორმაციას სააგენტო "Рёнхап" ავრცელებს.

შეხვედრა მინისტრების დონეზე მიმდინარეობს.

სეულმა ფხენიანს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა 2 იანვარს შესთავაზა. მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს. 

3 იანვარს  კიმ ჩენ ინმა გასცა განკარგულება სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

ტეგები