სოფიო კილაძის მხრიდან ელგა ფოლადიშვილის მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 12:22
სოფიო კილაძის მხრიდან ელგა ფოლადიშვილის მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოფიო კილაძის მიმართ ელგა ფოლადიშვილის სარჩელი. მოსარჩელე ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და დააგინა, რომ ელგა ფოლადიშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციის ფაქტს, რადგან მისთვის მიცემული დავალებები სრულად შეესაბამებოდა კონონის მოთხოვნებს.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ელგა ფოლადიშვილი არ ასრულებდა მიცემულ დავალებებს და მიიჩნია, რომ მისთვის საყვედურის გამოცხადება მოხდა კანონიერად.

ტეგები