თოვლი, შტორმი, ზვავი და მეწყერი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 14:59 · 2747 ნახვა
თოვლი, შტორმი, ზვავი და მეწყერი -  უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 10 იანვრის დილამდე საქართველოს ტერიტორიზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (უპირატესად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში).

ასევე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია პატარა მდინარეებში წყლის დონეების მატება გამოიწვიოს (ძირითადად დასავლეთ საქართველოში).

მაღალმთიან ადგილებში კი ზვავისა და მეწყერის წარმოშობის საშიშროებაა.

ტეგები