ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკი მოეწყობა
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 16:19
ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკი მოეწყობა

თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს.

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა. 

„გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებასშეუწყობსხელს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობაუკვე დაიწყო. 

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელებაუფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს“, -განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა. 

ქოროღლის ციხე კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას „აგარათა“ ციხეს უწოდებდნენ, შუასაუკუნეებისთვის კი - „აზეულას.“ ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი“(აზერბაიჯანულად ქორ - ბრმა),მე-18 საუკუნეში გაჩნდა, რომელიც აზეულას ტყისთვის თავშეფარებულგანდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება.

ტეგები