2018 წელს ნაძალადევის რაიონში კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა დაგეგმილი
ამობეჭდვა · 09 / 01 / 2018 16:24 · 16 ნახვა
2018 წელს ნაძალადევის რაიონში კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა დაგეგმილი

მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა გათვალისწინებული.გამომდინარე იქიდან, რომ საყრდენი კედლების მშენებლობა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვისხდება, 2018 წელს აღნიშნული მიმართულება გამგეობისთვის პრიორიტეტული იქნება. 

2017 წელს, ნაძალადევის რაიონში 14 გზის დამჭერი საყრდენი კედელი უკვე მოეწყო. ერთ-ერთიპროექტი ზვარეთის ქუჩაზე (#36) განხორციელდა, სადაც ძველი, დაზიანებული ბეტონის ფრაგმენტების გატანა მოხდა და ახალი 23 მ სიგრძის კედელი აშენდა.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოების ღირებულაბამ 95 024 ლარი შეადგინა.გასული წლის განმავლობაში, 14 კედლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 592 192 ლარი გამოიყო.

 

 

ტეგები