ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი აკაკი გოგიჩაიშვილის “იბერიაზე” სავარაუდო გადასვლის შესახებ
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 00:15 · 1323 ნახვა
ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი აკაკი გოგიჩაიშვილის “იბერიაზე” სავარაუდო გადასვლის შესახებ

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის უცნობია, გადავიდა თუ არა ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაზე”.

როგორც გვარამიამ “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, სამწუხარო იქნება, თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება და კიდევ უფრო სამწუხარო ის იქნება, რომ ამასთან დაკავშირებით, ის საქმის კურსში არ არის.

“ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. ჩემთვის ეს უცხოა. გოგიჩაიშვილი ამ წუთამდე არის რუსთავი 2-ის თანაშორმელი. ამჟამა დიმყოფება შვებულებაში და რამდენადაც ვიცი, ის პარასკევს უნდა იყოს “პოსკრიპტუმის” თათბრიზე. სამწუხაროა, თუ ეს ინფორმაცი ადადასტურდა და კდიევ უფრო სამწუხაროა, რომ მე არ ვარ საქმის კურსში”, – განაცხადა გვარამიამ.

 

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ტელეწამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაზე” გადადის. რამდენიმე დღეში კი ამ არხზე ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანიც გამოჩნდება, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით, არ ახმაურებენ.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ აკაკი გოგიჩაიშვილი უკვე დადის იბერიაში, მას თვის შუა რიცხვებამდე შვებულება აქვს აღებული “რუსთავი 2”-ში და შვებულების ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულებას უკვე ოფიციალურად გააფორმებს “იბერიაზე”. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ “იბერიამ” ბიზნესპროფილის გადაცემა “ბიზნესკოდის” შემადგენლობა მთლიანად გაუშვა. როგორც ჩანს, ამ ნიშას აკაკი გოგიჩაიშვილი დაიკავებს.

აღნიშნული თავად გოგიჩაიშვილმა ჩვენთან საუბარში უარყო.

“არსად არ გადავდივარ”, – განგვიცხადა მან.

ტელეკომპანია “იბერიაში” აღნიშნული ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

“თვითონ აკაკის ჰკითხეთ. არ შემიძლია ამ ინფორმაციის არც უარყოფა და არც დადასტურება”, – განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გოგიჩაიშვილის გადაცემა “კვირის გამოძიება” ნოემბერში დაიხურა, გოგიჩაიშვილი მუშაობას ყოველკვირეულ გადაცემაში კურიერი P.S. აგრძელებს.

გადაცემა “კვირის გამოძიება” 10 სექტემბრიდან გადიოდა. მანამდე აკაკი გოგიჩაიშვილს “ბიზნესკურიერი” მიჰყავდა, რომელიც იმ მიზეზით დაიხურა, რომ საგამოძიებო გადაცემა უნდა დაეწყო.

წყარო – პრაიმტიმი

ტეგები