ეგვიპტის სასამართლომ 262 ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 10:18 · 37 ნახვა
ეგვიპტის სასამართლომ 262 ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ 262 ადამიანს პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულების სასჯელის ვადა სამი წლიდან უვადო პატიმრობამდე მერყეობს. დაკავებულებს სახელმწიფო 2013 წლის საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობასა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას ედავება.

ე.წ. მუსლიმური საძმოს ეს წარმომადგენლები მაშინდელი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის განდევნას ეწინააღმდეგებოდნენ.

კერძოდ, მათ ბრალად ედებათ სამხრეთ კაიროში შეტაკებების დროს ორი პოლიციელის მკვლელობა, ასევე არაერთი მკვლელობის მცდელობა და ვანდალიზმი.

დაკავებულებიდან 15-ს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 223-ს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 22-ს კი – 3 წლით.

ტეგები