„ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი საკითხია“ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 10:37 · 37 ნახვა
„ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი საკითხია“ - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი გუნდის პრიორიტეტი ძველი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენაა. ამასთან, კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება.

“2018 წლის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად , პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. კერძოთ, მუნციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროქტები, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას. ამ მიმართულებით ვიცით, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა და პრობლემაა საცობების თვალსაზრისით. 2018 წლის პრიორიტეტი დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება. ჩვენ გასულ წლის ბოლოს, დეკემბერში დავიწყეთ, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ეს არის ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2018 წლს გამოყოფილი იქნება 62 მილიონი ლარი ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის. წელსვე დაგეგმილია გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაციაც. მე მგონია, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ეს არის სი სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა“, – განაცხადა კალაძემ.

ტეგები