ლარი მცირედით გამყარდა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 17:57 · 38 ნახვა
ლარი მცირედით გამყარდა

10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2,5778 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.25 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3,0892 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3,0775 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0117 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6774 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3,4898 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან, 11 იანვრიდან შევა ძალაში.

ტეგები