მეგან მარკლიმ სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდები წაშალა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 19:58
მეგან მარკლიმ სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდები წაშალა

პრინც ჰარის საცოლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლიმ სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდები გააუქმა. ამის შესახებ Metro წერს.

„მის მარკლი მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც სოციალურ ქსელებში მის გვერდებს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს. იმის გამო, რომ ის ბოლო დროს სოციალური ქსელებით აღარ სარგებლობს, მათი გაუქმება გადაწყვიტა“-განუცხადა სამეფო ოჯახის წყარომ გამოცემას.

ჰარისთან შეხვედრამდე მარკლი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიური და პოპულარული ბლოგერი იყო. დეკემბერში ინსტაგრამზე მას 1,9 მილიონი, ტვიტერზე კი 350 ათასი ხელმომწერი ჰყავდა. მისი ფეისბუქ გვერდი 800 ათას მომხმარებელს ჰქონდა მოწონებული.

სამეფო ოჯახის წევრებს ტვიტერსა და ინსტაგრამზე ოფიციალური გვერდები აქვთ, თუმცა მათ მედიამენეჯერთა ჯგუფი აკონტროლებს.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობის შესახებ 27 ნოემბერს გახდა ცნობილი. მათი ქორწილი კი 19 მაისს გაიმართება.

ტეგები