„მაჩალიკაშვილის სხეულიდან ამოვიღეთ უცხო სხეული, რომელსაც დამატებითი კვლევა ჩაუტარდება“ - დამოუკიდებელი ექსპერტი
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 21:22 · 1736 ნახვა
„მაჩალიკაშვილის სხეულიდან ამოვიღეთ უცხო სხეული, რომელსაც დამატებითი კვლევა ჩაუტარდება“ - დამოუკიდებელი ექსპერტი

დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ვადები იქნება ხანგრძლივი, რადგან ბევრი ლაბორატორიული კვლევაა ჩასატარებელი. განცხადება ნიკოლეიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დასკვნა იქნება ერთობლივი და ის ცალკე დამოუკიდებლად ექსპერტიზის დასკვნას არ დაწერს.

„გამოკვლევა ჩატარდა რაც შეიძლება საფუძვლიანად. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება. ეს არის უცხო სხეული, ასე წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზეც. არის მოყავისფრო და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ ეს არის მეტალი თუ სხვა რამ, უფრო ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ”, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილის თმით, მან სრულად მოახდინა ექსპერტიზის მიმდინარეობის ფოტოგადაღება. ასევე, სრულად მოხდა ჩატარებული საექსპერტო მასალების დალუქვა.

ტეგები