Playboy-ის გარეკანზე ნახევრადშიშველი ტრანსგენდერი მოდელის ფოტო დაიბეჭდა
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2018 22:02
Playboy-ის გარეკანზე ნახევრადშიშველი ტრანსგენდერი მოდელის ფოტო დაიბეჭდა

გერმანულმა გამოცემამ, პირველად თავის სტორიაში, ჟურნალის ბოლო ნომრის ყდაზე გერმანელი ტრანსგენდერი მოდელის ფოტო დაბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინტერესის ობიექტი 21 წლის ჯულიანა ფარფალა აღმოჩნდა, რომელიც ფოტოზე წელს ზემოთ შიშველი პოზირებს. იგი გერმანიის სატელევიზიო ეთერში მიმდინარე რეალითი შოუს მეშვეობით გახდა ცნობილი.

მანამდე ჯულიანამ Instagram-ზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„ძვირფასო მეგობრებო,მალე Playboy-ის გარეკანზე გამოვჩნდები, რითიც ძალიან ვამაყობ. ვიმედოვნებ, თქვენც ისევე მოგეწონებათ ჩემო ფოტოსესია, როგორც მე“.

ტეგები