პარიზში ერთ-ერთი სასტუმროდან 4,7 მილიონი ევროს ძვირფასეულობა გაიტაცეს
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 00:47 · 43 ნახვა
პარიზში ერთ-ერთი სასტუმროდან 4,7 მილიონი ევროს ძვირფასეულობა გაიტაცეს

პარიზში ცნობილ სასტუმრო Ritz-დან 5-მა შეირაღებულმა ადამიანმა ვიტრინიდან ძვირფასეულობა გაიტაცა. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედებმა 4,7 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასი ქვების გატანა მოახერხეს.

ამ დროისთვის 3 ეჭვმიტანილი დააკავეს, ორის ძებნა კი გრძელდება. თვითმხილველების თქმით, მათ არანაკლებ 10 გასროლის ხმა გაიგეს.

ტეგები