პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 11:33
პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭრაში ბრალდებული ზურაბ იდოიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს.

ზურაბ იდოიძის დაკავება ქალაქ ახმეტაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ომალოს მკვიდრმა, ზურაბ იდოიძემ ქალაქ ხოფაში მყოფი აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები საქართველო-თურქეთის საზღვრის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა, რის შემდეგაც  ჯგუფი საქართველოში აღმოჩნდა.

გამოძიება 331-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები