CNN-მა თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის დაასახელა
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 11:57 · 30 ნახვა
CNN-მა თბილისი აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორის დაასახელა

CNN-ის ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში კანადის, საფრანგეთის, იაპონიის, ომანის, შოტლანდიისა და მექსიკის დედაქალაქებთან ერთად თბილისი, აუცილებლად სანახავი ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა.

“რაღაც ძალიან საინტერესო ხდება საქართველოს დედაქალაქ თბილისში“, – წერს ავტორი და დასძენს, რომ კიდევ ბევრი რამ არის სანახავი.

“უახლოეს მომავალში ქალაქის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის $334 მილიონის გამოყოფა არის დაგეგმილი.“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთა, სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე, კლუბურ ცხოვრებასა და ქართულ ღვინოზე.

ავტორს ასევე წერს, რომ 2017 წლის ნოემბერში თბილისს ამერიკელი რეჟისორი, დევიდ ლინჩი ეწვია.

ტეგები