„შინდისის გმირები“ – ფილმის გადაღებები დასრულდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 14:09 · 736 ნახვა

შინდიდის გმირების ისტორია კინო-ეკრანებზე გაცოცხლდება. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ მხატვრული ფილმი გადაიღო. 

პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. მთავარ როლს გოგა პიპინაშვილი ასრულებს. ის შინდისში მცხოვრებ იმ გლეხს განასახიერებს, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლის ველიდან სამი დაჭრილი ქართველი მებრძოლი გამოიყვანა და რომელიც გადარჩენილებს რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ სახლში მალავდა. ფილმის გადაღების პროცესი უკვე დასრულდა და ახლა მონტაჟი იწყება.

„შინდისის“ პრემიერა აგვისტოს ომის 10 წლისთავზე იგეგმება.

სიუჟეტი მომზადებულია პირველი არხის მიერ https://1tv.ge/video/shindisis-gmirebi/

ტეგები