თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება
ამობეჭდვა · 11 / 01 / 2018 14:23 · 13 ნახვა
თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება.

უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით,  სტიპენდიას ისტორიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

ასევე დაწესება ყოველწლიური სამეცნიერო სიმპოზიუმი.

ამასთან, სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია.

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტეგები